Sunday, June 29, 2014

დღე ოთხი




დღევანდელი დღე დაიწყო ერთმანეთის საკვანძო შეკითხვების განხილვით და შემდეგ საკუთარ გეგმაბში გადატანით. ჩემი პროექტის თემაა 'მარტივი, სრული, განგრძობითი' ( ეხება ინგლისური ენის გარამატიკულ დროებს) და შესაბამისი მიმართულების მიმცემი შეკითხვებია : 
ზოგადი კითხვა: რატომ არის ენა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის?
თემატური კითხვა: რა შემთხვევებში ვიყენებთ სრულ დროებს?
შინაარსობრივი კითხვა: რა დამხმარე ზმნები გვჭირდება აწმყო სრული დროის საწარმოებლად?
შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის შეფასების ფორმებზე. გავეცანით შეფასებების სხვადასხვა სტრატეგიებს და მათი გამოყენებით შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა შესაბამისი ინფორმაციით. 
ვისწავლეთ ასევე ბლოგში სურათების დამატება, ასევე ფონის და სათაურის შეცვლა.

2 comments:

  1. თინიკო,შენი პროექტის მეშვეობით მოსწავლეებს ნამდვილად გაუადვილდებათ აღნიშნული დროის დეტალურად გაგება.

    ReplyDelete
  2. თიკო, არც დიდები ვიტყვით უარს შენი პროექტის პრეზენტაციაზე.. საინტერესოა...

    ReplyDelete