Saturday, June 28, 2014

დღე სამი

პროექტის მესამე დღეს განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები, ე.ს.გ მიხედვით  მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. ეს ინფორმაცია გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში. ასევე, გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარების ლექსიკურ მარაგს. დავასრულეთ ბუკლეტის შექმნა. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თამატურ და შინაარსობრივ კითხვებზე, ვნახეთ შესაბამისი პრეზენტაცია და გავაკეთეთ გონებრივი იერიშის სავარჯიშო ამ კითხვების შედგენაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მოსაფიქრებელი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისთვის.

No comments:

Post a Comment