Saturday, July 19, 2014
დღე ცხრა
ტრენინგის ბოლო დღეს გავეცანით მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციებს, რაც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი აღმოჩნდა. დიდი მადლობა ჩვენ ნიჭიერ, ყურადღებიან და სასიამოვნო ტრენერს ამ კურსის ასეთი წარმატებით გავლისთვის.
Sunday, July 13, 2014
დღე შვიდი
დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს, შევქმენით მოსწავლის სკლაფოლდინგის ნიმუში, შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის გარკვეული ნაწილი.ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია Google drive - ში.
დღე ექვსი
შევქმენით მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნიმუში, და მისი შეფასების სქემის პრინციპებს გავეცანით, დაგვევალა ვორდის დოკუმენტში ცხრილის სახით ამ შეფასების გაკეთება
Friday, July 11, 2014
Saturday, July 5, 2014
Friday, July 4, 2014
დღე ხუთი
დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულიდან აქტივობები. გავეცანით საავტორო უფლებებისა და ეთიკურ- სამართებლივი ნორმების გამოყენებას სასწავლო დანიშნულებით. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოების ჩვენ ბლოგზე ჩასმა. გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. ასევევ ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშზე და ბოლოს ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება.
Sunday, June 29, 2014
დღე ოთხი
დღევანდელი დღე დაიწყო ერთმანეთის საკვანძო შეკითხვების განხილვით და შემდეგ საკუთარ გეგმაბში გადატანით. ჩემი პროექტის თემაა 'მარტივი, სრული, განგრძობითი' ( ეხება ინგლისური ენის გარამატიკულ დროებს) და შესაბამისი მიმართულების მიმცემი შეკითხვებია :
ზოგადი კითხვა: რატომ არის ენა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის?
თემატური კითხვა: რა შემთხვევებში ვიყენებთ სრულ დროებს?
შინაარსობრივი კითხვა: რა დამხმარე ზმნები გვჭირდება აწმყო სრული დროის
საწარმოებლად?
შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის შეფასების ფორმებზე. გავეცანით შეფასებების სხვადასხვა სტრატეგიებს და მათი გამოყენებით შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა შესაბამისი ინფორმაციით.
ვისწავლეთ ასევე ბლოგში სურათების დამატება, ასევე ფონის და სათაურის შეცვლა.
ვისწავლეთ ასევე ბლოგში სურათების დამატება, ასევე ფონის და სათაურის შეცვლა.
Saturday, June 28, 2014
დღე სამი
პროექტის მესამე დღეს განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები, ე.ს.გ მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. ეს ინფორმაცია გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში. ასევე, გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარების ლექსიკურ მარაგს. დავასრულეთ ბუკლეტის შექმნა. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თამატურ და შინაარსობრივ კითხვებზე, ვნახეთ შესაბამისი პრეზენტაცია და გავაკეთეთ გონებრივი იერიშის სავარჯიშო ამ კითხვების შედგენაზე. საშინაო დავალებად გვაქვს მოსაფიქრებელი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისთვის.
Sunday, June 22, 2014
დღე ორი
დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პოსტების გამოქვეყნება და კომენტარების გაკეთება. მშობლის ბროშურის გარეკანის გაფორმება შერჩეული თემისა და გადმოტვირთული ვიზუალური მასალის საშუალებით და შევავსეთ პროექტის გეგმის საწყისი ნაწილი. აკრეფილი ინფორმაცია შემდეგ გადავგზავნეთ საკუთარ მეილზე. ბოლოს რეფლექსია გავაკეთეთ მიმდინარე დღის შესახებ.
Saturday, June 21, 2014
დღე ერთი
საინტერესო დღე - ტრენინგის დასაწყისი, ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული, გავეცანით რას წარმოადგენს ინტელის სასწავლო პროგრამა - პროექტებით სწავლება, ზოგადად გავეცანით სახელმძღვანელოს, მაში ჩატვირთულ მოდულებს, და უფრო კონკრეტულად შევჩერდით პირველი მოდულის დასაწყისზე. საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების, ასევე პორტფოლიოს ჩეკლისტისა და რუბრიკის, პროექტის მახასიათებლების გაცნობა. და რაც მთავარია, ვისწავლეთ ამ საჭირო დოკუმენტაციის საკუთარ პორტფოლიოში განთავსება.
Subscribe to:
Posts (Atom)